დაინერგება ახალი მოდელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსავლელად. განსაკუთრებული აქცენტი სტიქიური უბედურებების დროს მოსალოდნელი ზიანისგან დაცვაზე კეთდება. ახალი სისტემა ითვალისწინებს გზების მართვას, მონიტორინგს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-კონტროლს, ასევე საგზაო მონაკვეთების დასუფთავებას და საფრთხის შემცველი ზონების მეთვალყურეობას. მიზანი ახლად დაგებული გზების ამორტიზების პრევენცია და ხშირი სარეაბილიტაციო სამუშაოების თავიდან აცილებაა. შეიქმნა სპეციალური კომპანია, რომელიც ყველა ამ მიმართულებას თანამედროვე აპარატურით და ტექნიკით გააკონტროლებს. პირველ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები გორი-არგვეთას მონაკვეთზე ჩატარდება, რის შემდეგაც პროექტი დიდი ალბათობით მთელ ქვეყანას მოიცავს.