სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატების მოსმენა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატებს მოუსმინეს.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარუდგინა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა პირველ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.