სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. უწყება შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას. ამასთან, ითანამშრომლებს სააკაშვილთან და მის ადვოკატებთან. გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.