სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე კანდიდატების შერჩევა

პარლამენტმა იმ ახლად შექმნილი უწყების ხელმძღვანელის შერჩევა დაიწყო, რომელმაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურებია წარდგენილი. ხმაურიანი განხილვის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თოლორაიას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ის დღემდე შსს-ს ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მანამდე კი წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა.  საგამოძიებო უწყებებში მუშაობა გახდა ოპოზიონერი და დამოუკიდებელი დეპუტატების უნდობლობის და მწვავე კითხვების მიზეზი.

წარდგენილი კანდიდატების მიმართ პრეტენზიები აქვს მესამე სექტორსაც, რომელიც საკონკურსო პროცედურების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს და კონკურსის თავიდან ჩატარებას მოითხოვს.