სახელმწიფო ჰოლდინგის შექმნა ჯანდაცვის სისტემაში

ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების მართვის მიზნით სპეციალურ ჰოლდინგს აფუძნებს.

შესაბამისი დადგენილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

ჰოლდინგი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ონკოლოგიურ ცენტრს, ბავშვთა ინფექციურსა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააერთიანებს და საერთო კონცეფციის ფარგლებში განავითარებს. კლინიკები სრულად სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც ამ სამედიცინო დაწესებულებების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს.