სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს. მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. დოკუმენტში წერია, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და იღებს დამატებით ზომებს, რომლის საფუძველზეც იკრძალება ვიზების გაცემა იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზეა არიან პასუხისმგებელი.