სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში შეფასებულია, როგორ ებრძვიან ქვეყნები ტერორიზმს. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მტკიცე პარტნიორად არის დასახელებული. ანგარიშში ვრცლადაა განხილული, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო გლობალურ გამოწვევასთან გასამკლავებლად, როგორია კანონმდებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ შემუშავებული ეროვნული სტრატეგია და რამდენად აქვს ქვეყანას უნარი, რომ ტერორისტული საფრთხეები გამოავლინოს და აღკვეთოს.

ვაშინგტონის შეფასებას პოლიტიკური სპექტრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.