სახელმწიფო დახმარების ახალი პაკეტი

ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის გამო, გათვალისწინებულია სოციალური და ეკონომიკური დახმარების ახალი პაკეტის ამოქმედება. ერთჯერადი და რამდენიმეთვიანი დახმარებების გასაცემად მიზნობრივი ჯგუფებია თვითდასაქმებულები, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც პანდემიის გამო, სამსახურები დაკარგეს, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიან ოჯახთა ნაწილი.

რაც შეეხება ბიზნესს: ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლეს და გადავადებული საშემოსავლო გადასახადები ჩამოაწერეს. მთავრობა დახმარების გეგმას აანონსებს რესტორნების ბიზნესისთვის, გადაწყდა საშემოსავლო გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ექვსი თვით გახანგრძლივება და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ოთხთვიანი პროგრამის ამოქმედება.

მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარების კონკრეტულ გეგმას მარიამ ბერძენიშვილი გაგვაცნობს.