სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების შესახებ იმსჯელეს.

პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბუღალტრო განყოფილებიდან ამოღებული დოკუმენტები წარმოადგინა, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით, იმ ფარულ ხარჯებს ასახავს, რასაც ბრალდება მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ედავება.