„სახელმწიფო  არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“

„სახელმწიფო  არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ – ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისში. ღონისძიება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ჩაატარა.

მონაწილეებმა სახელმწიფო  უსაფრთხოების არქივებზე წვდომაზე, გამოწვევებსა და მის როლზე ისაუბრეს.

ასევე განიხილეს საერთაშორისო პრაქტიკა და სამართლებრივი რეგულაციები საარქივო დოკუმენტებზე.

ღია არქივების ქსელი შექმნილია ღია საზოგადოება ბუდაპეშტის ფონდის მხარდაჭერით და მოიცავს ყოფილი საბჭოთა და აღმოსავლური ბლოკის 18 ქვეყანას.