სახალხო დღესასწაული კასპში
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 28 ივლისს წმინდა მოწამეთა კვირიკესა და მისი დედის ივლიტას ხსენების აღნიშნავს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ღვთისმსახურება დილიდან აღევლინა. თარიღის აღსანიშნავად, ლამისყანაში სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
დღეს სოფლის ცენტრში ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში.