სახალხო დღესასწაული ერეკლეობა
დღეს ქვეყნისთვის ისტორიული თარიღია. აღინიშნება ერეკლე მეფის 306 წლის იუბილე.
თელავი საზეიმო ღონისძიებებს წელსაც მასპინძლობს. დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ისტორიული ზარბაზნების ასლები, რომლებიც ბატონის ციხე-გალავანთან განალაგეს. საპატიო ყარაული, ისტორიული ხელნაწერები და მეფის პორტრეტების გამოფენები – თარიღი ტრადიციულად მასშტაბურად აღნიშნეს.
პატარა კახის იუბილე თელავში მთელი დღის განმვლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის ხეივანი და ეთნო სახლი. გაიმართა შემეცნებით-გასართობი აქტივობებიც. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა.