სახალხო დამცველის შერჩევის წესი

როგორ მოხდება სახალხო დამცველის არჩევა – კონკრეტულ ხედვას „ქართული ოცნება“ დღის ბოლომდე გაახმოვანებს. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი პოზიციები მოისმინეს ევროკომისიის მე-12 რეკომენდაციის შესრულებაზე.

სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატები მათ უნდა წარადგინონ, პოლიტიკურმა პარტიებმა კი არჩევანი თავად უნდა გააკეთონ. ამ მიმართულებით, ისინი წინა ორი სახალხო დამცველის არჩევის გამოცდილებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს იყო დანერგილი პრაქტიკა, როდესაც ომბუდსმენის არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდა.