სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი

18:09, 25.09.2022

ოთხი დღე სახალხო დამცველის კანდიდატურის განაცხადის წარდგენისთვის და გადაწყვეტილება, რომელსაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი გამოიტანს. ვინ დაიკავებს ომბუდსმენის პოსტს – იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გაეცეს, რამდენიმე პროცედურა რჩება – განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონკურსო კომისია პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა დააკომპლექტოს, მათი რეკომენდაციები კი კანდიდატების ბედს გადაწყვეტს. ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია, ნაწილის პოზიცია კი ცნობილია. „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატურის ინდივიდუალურად წარდგენას არ აპირებს და მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, რომელსაც მესამე სექტორი შეარჩევს. „გირჩი“ კი საუკეთესო კანდიდატად მათ მიერ დასახელებულ იაგო ხვიჩიას მიიჩნევს. პროცესში მონაწილეთა პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს „ქართული ოცნება“.

მსგავსი