სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა დაიწყო

21:45, 30.09.2022

სახალხო დამცველის სტატუსისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. მათ შორისაა მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე, რომელსაც კიდევ ორ კანდიდატთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერენ მხარს. კონკურსში მონაწილეობს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩიაც. ცხრა კაციან კომისიას 13 ოქტომბრამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ გაწერილი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით კონკურსანტები შეაფასოს და საკანონმდებლო ორგანოს მინიმუმ შვიდი კანდიდატი წარუდგინოს. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და დიდი ალბათობით, მშვიდად არ ჩაივლის. ომბუდსმენის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებელ პოლიტიკურ კონსენსუსს გულისხმობს.

მსგავსი