სახალხო დამცველი დროულ გამოძიებას ითხოვს სოციალურ მედიაში გავრცელებულ მასალაზე, სადაც არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედებაზეა საუბარი. ომბუდსმენის თქმით, ის მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ საქმეს. ომბუდსმენი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება.