სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა 

ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია – ასეთია სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფი ყოფილ პრეზიდენტთან ნოემბრის, დეკემბრის და იანვრის სამი ვიზიტის შედეგებს აჯამებს. კონსილიუმის წევრთა შეფასებით, ექს-პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია აქვს, რასაც შესაბამისი სპეციალისტი სჭირდება. სარეაბილიტაციო პროცესის გავლას ჯგუფის წევრები ციხის გარეთ ემხრობიან, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც შესაძლებლად მიიჩნევენ. დასკვნაში საუბარია მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარების აუცილებლობაზეც.