სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესი

სახალხო დამცველის კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება. დღეს საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის ინიციატივა განიხილება, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევა არა ფარული, არამედ ღია კენჭისყრით უნდა მოხდეს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან მხარს ერთ-ერთს დაუჭერს. მათი აზრით, მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და გამოცდილი უნდა იყოს, ასევე მას არ უნდა ჰქონდეს შეხება პოლიტიკურ ჯგუფებთან.

ოპოზიციის იმ ნაწილის განცხადებით კი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევაში მონაწილეობას არ იღებს, პროცესი ინკლუზიური არ არის, თუმცა, მათივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგენილ კანდიდატს მხარს მაინც დაუჭერენ. რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, თავად შეარჩიონ კანდიდატი და მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურაში ჩაერთვებიან.