სახალხო დამცველის კანდიდატურების განხილვა პარლამენტში

პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატების მოსმენას 25 ოქტომბრიდან იწყებს. უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო 19-ვე აპლიკანტს მოუსმენს. ომბუდსმენი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევს.