სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასება

სახალხო დამცველის 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალური შეფასება უკვე ცნობილია. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ ყველაზე მაღალი ქულები არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატებს დაუწერა. კომისიის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს კანდიდატებს შორის ერთადერთი პოლიტიკოსი და „გირჩის“ წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია და საკუთარი კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს.

სახალხო დამცველობის რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და გაითვალისწინებენ თუ არა კომისიის რეკომენდაციებს, დეპუტატების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი სახალხო დამცველის კანდიდატებად მესამე სექტორის დასახელებულ სამივე კანდიდატს წარადგენს.

პარლამენტში კანდიდატების დასახელებისთვის ოპოზიციას ვადა 21 ოქტომბრის ჩათვლით აქვს. ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას თანამშრომლობა მოუწევთ, რადგან ომბუდსმენი პარლამენტმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით უნდა დაამტკიცოს. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.