სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია: ”ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთდა არაერთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების – კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობისა და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას. საქართველოს სახალხო დამცველს სურს, შეახსენოს ხელისუფლებას ის საერთაშორისო ვალდებულებები, რასაც გაერო, ეუთო,  ევროპის საბჭო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოებს უწესებენ, ადამიანის უფლებების დამცველების საქმიანობის ხელშესაწყობად,” – წერია განცხადებაში.