სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, სავარაუდო ძალადობრივი ჯგუფების მოქმედებებზე მთავარი პასუხისმგებელი პირები გამოავლინოს და მათ მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა იმოქმედონ და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების პრაქტიკული დეტალური ინფორმირება მოახდინონ. სახალხო დამცველი ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ელოდება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე.