სახალხო დამცველი იმ ბავშვებს მოინახულებს, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ოჯახებში დაბრუნდნენ ან ნათესავებთან იმყოფებიან.
ნინო ლომჯარიას თქმით, ის უკვე შეხვდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებულ ექვს ბავშვს, რომლებმაც პანსიონი დატოვეს და იქ გატარებულ პერიოდზე ისაუბრეს. მისივე მტკიცებით, ისინი ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან შეხვედრაც, რომლებმაც ასევე დატოვეს პანსიონატი.