სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში

სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ნინო ლომჯარიამ კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ძირითადი აქცენტი ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფსიქიატრიულ და პენიტენციურ სისტემაში არსებულ პირობებზე და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების არქონაზე გააკეთა. ომბუდსმენმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზეც. სახალხო დამცველის ანგარიშს დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.