სახალხო დამცველმა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები წარადგინა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარა. შედეგად, დადგინდა, რომ გაუმჯობესება შეინიშნება კვების მიმართულებით, თითქმის ყველა სხვა ასპექტში კი მდგომარეობა დამძიმებულია. საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ასევე ამღზრდელების კვალიფიკაციაზე.
დოკუმენტის მიხედვით, ბაღებს შესაბამისი რაოდენობისა და ასაკზე გათვლილი სათამაშოების დეფიციტი აქვთ. მათ შორის შესწავლილი დაწესებულებების 70 პროცენტს მოუწესრიგებელი აქვთ ეზოები. ომბუდსმენი მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავს.