სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველი წელს აჯამებს.

ანგარიშში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე და ამ კუთხით გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი. დასკვნის ერთი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს ეხება. ომბუდსმენის აზრით, საარჩევნო პროცესი მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში და სიძულვილის ენის გამოყენებით წარიმართა.

ანგარიშში მოხვდა გახმაურებული საქმეები, შრომითი უსაფრთხოება, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები. ყველაზე კრიტიკულად ომბუდსმენი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას მიიჩნევს.