სახალხო დამცველის ანგარიში

სახალხო დამცველი დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ანგარიშს აცნობს. დოკუმენტში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და დარღვევის ფაქტებია მიმოხილული.

ნინო ლომჯარიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლის გამოსწორებასაც ომბუდსმენი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ყურადღება გამახვილებულია გახმაურებულ საქმეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, სიღარიბეზე და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევაზე.