სახალხო დამცველი ღარიბაშვილს შეხვდა
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა. ლევან იოსელიანი ღარიბაშვილის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელსაც შეხვდა. იოსელიანის განმარტებით, მიიღო ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილზე ხანგრძლივი პაემნის გაუქმების მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. როგორც თავად აცხადებს, პირობებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილს სახალხო დამცველთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია.