სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე

საქართველოს ახლადარჩეული სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ლევან იოსელიანი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას გაესაუბრა, ადამიანებს, რომლებიც ენგურის ხიდით ოკუპირებულ აფხაზეთში გადადიან და ასევე, ზუგდიდის ტერიტორიაზე გადმოდიან. ამ წუთებში სახალხო დამცველი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებს ხვდება. მოგვიანებით კი ხურჩაში შეხვდება ადგილობრივებს.