საკანონმდებლო რეგულაციები – ქართული და გერმანული მოდელი

21:16, 26.06.2025

დამტკიცებულია კანონპროექტი, რომელმაც მორიგი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია.

21 წლის წინ მიღებული კანონი შეიცვალა. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიდან რამდენიმე მუხლი საერთოდ ამოიღეს, რამდენიმე საკითხი კი ახლებურად დარეგულირდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე ცილისწამებაზე დავაა, რა დროსაც მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. თუ მანამდე მოსარჩელე ვალდებული იყო, რომ მასზე გავრცელებული სადავო ინფორმაციის მცდარობა თავად ემტკიცებინა, ახლა ეს მთლიანად მოპასუხის ვალდებულება იქნება. შემცირდება დავის ვადები. ცვლილებებმა არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია – ბოლო პერიოდში მიღებული სხვა ცვლილებების მსგავსად, 2004 წელს ამოქმედებული კანონის შეცვლაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად განიხილება ოპოზიციისა და მესამე სექტორის მხრიდან.

რა ჩაითვლება ცილისწამებად – კრიტიკის საგანია ის ჩანაწერიც, რომელიც ცილისწამების განმარტებას ეხება.

მსგავსი