საკანონმდებლო ინიციატივა - შეფასებები

მწვავე შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა.

ამერიკული „ფარას“ ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს, თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ამერიკული „ფარას“ გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ.