საკანონმდებლო ინიციატივა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაზე დახარჯვასთან დაკავშირებით, კანონის დონეზე გამყარდება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი განათლებაზე 2022 წლიდან დაიხარჯება, მანამდე კი განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად ნახევარი პროცენტით გაიზრდება. ეს წინადადება მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინ გააცნო და განაცხადა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების შემდეგ სახელმწიფო ყველაზე მეტ ფულს ბიუჯეტიდან სწორედ განათლებაზე დახარჯავს.