საკანონმდებლო ცვლილება და პოლიტიკური შეფასებები

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლის საშუალება თუ ძალაუფლების გაზრდის მცდელობა -ბოლო დღეებია, სადავო კანონპროექტი პოლიტიკური უთანხმოების მთავარი თემაა. პროექტის ჩასწორებამდე, ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებებს წინასაარჩევნო კონტექსტშიც განიხილავდა და არ გამორიცხავდა, რომ კანონს ხელისუფლება ოპონენტთა აქტივობების შესაზღუდად გამოიყენებდა. მმართველი გუნდის ლიდერები კი ამტკიცებენ, რომ ცვლილებები კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისული სიტუაციის სწორად სამართავად არის საჭირო, მით უმეტეს, ეპიდემიოლოგების არც თუ საიმედო პროგნოზების გათვალისწინებით.

კანონპროექტის გუშინდელი ხმაურიანი პირველი მოსმენა, განხილვის თემა იყო საკოორდინაციო საბჭოზეც, სადაც პრემიერმა განხილვას პოლიტიკური მასკარადი უწოდა. განცხადებას მწვავე რეაქციები მოჰყვა.