საკადრო გადაწყვეტილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პარტიული დაპირისპირება პოლიტიკური განცხადებების საგანია. პარტიის ყოფილი მენეჯმენტის აზრით, ერთ დროს პარტიიდან წასული კადრების დაბრუნებამ კეზერაშვილის გავლენები გააძლიერა. რა მოხდება მაშინ თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორი დაპირისპირებული ჯგუფი კონფლიქტს ვერ მოაგვარებს – ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები კი, „ქართულ ოცნებას“ უმყარებს არგუმენტს, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძველი სახეების დაბრუნების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს.