საკადრო ცვლილები მთავრობასა და მმართველ გუნდში

როგორ დაკომპლექტდება ახალი სამთავრობო გუნდი –  ეს პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გაირკვევა. უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა და თქვა, რომ პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, რომ დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. რაც შეეხება საპროცედურო ნაწილს, საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერს და მთავრობის შემადგენლობას ნდობა პრემიერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ნდობის მისაღებად დეპუტატების სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

საკადრო გადაადგილებებს პოლიტიკური პარტიები აფასებენ.