საკადრო ცვლილებები – პოლიტიკური შეფასებები
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ანრი ოხანაშვილის პროფესიონალიზმზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას აქვს ყველა თვისება იმისთვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის გრიგოლ ლილუაშვილს მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ კი სულხან თამაზაშვილი წარადგინა – შვიდწლიანი საქმიანობის შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა და გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით აცნობა, თუმცა, მიზეზი არ დაუკონკრეტებია.