საკადრო ცვლილებები მთავრობასა და მმართველ გუნდში

ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნება“ პრემიერობის ახალ კანდიდატად დღეს ოფიციალურად დაასახელებს. პარტიის პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს.

ირაკლი კობახიძე დღესვე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.