საკადრო ცვლილებები

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს დილით, პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ დაასახელა.

განცხადება ამის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, გახარიამ საკუთარი საქმიანობით დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა და მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. თავად პრემიერობის კანდიდატმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. რაც შეეხება, ლევან იზორიას, გახარიამ ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დაასახელა.

დატოვე კომენტარი