საჯარო სკოლებში შრომის გაკვეთილი ბრუნდება

13 წლიანი პაუზის შემდეგ, საჯარო სკოლებში შრომის გაკვეთილი ბრუნდება.

პროგრამა დაწყებით ეტაპზე 138 სკოლას მოიცავს. გაკვეთილის შინაარსი სკოლის არჩევანზეა დამოკიდებული. მოსწავლეები კი შრომას მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში შეისწავლიან.