საჯარო საბავშვო ბაღების პრობლემები

გადატვირთულობის ნაცნობი პრობლემით დაიწყო ახალი სააღმზრდელო წელი თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში. დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 61 000 ბავშვი დადის, მათგან 19 ათასამდე ბაღში წელს პირველად მივიდა. ცხრა ახალი ბაღის გახსნისა და დამატებით 3000 ადგილის შექმნის მიუხედავად, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ჯგუფების გადატვირთულობა სისტემის მთავარ გამოწვევად რჩება. კახა გვანცელაძის განცხადებით, პრობლემის მოგვარების მიზნით, მომავალი ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში 31 ახალი ბაგა-ბაღის აშენება იგეგმება, რაც მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი ახალი, 49-ე ბაგა-ბაღი დღეს თბილისის მერმა გახსნა.

დატოვე კომენტარი