საჯარისო ცენტრის იუბილე
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საერთო საჯარისო ცენტრი 2016 წელს „ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ცენტრის ამოცანაა თავდაცვის ძალებისთვის ძირითადი სამხედრო სპეციალობების მიხედვით უმცროს ოფიცერთა და სერჟანტ-კაპრალთა მომზადება და გადამზადება, ტაქტიკური დონის დოქტრინებისა და ტექნიკური სახელმძღვანელოების შემუშავება, თავდაცვის ძალებში ახალი შესაძლებლობების დანერგვის პროცესში მონაწილეობა და სამხედრო სწავლებების შეფასების პროცესის მხარდაჭერა.