საიუბილეო ღონისძიება
თავდაცვის მინისტრმა, ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების პირად შემადგენლობას ქვედანაყოფების დაარსების დღე მიულოცა. საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში, მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა, რეზერვისტებმა საზეიმოდ დადეს სამხედრო ფიცი. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადები, სარეზერვო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. გაიმართა წარმატებული გვარდიელების დაჯილდოების ცერემონიაც.