ბიზნესის კეთება საქართველოში მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან ერთად – თბილისში ევროკავშირის მხარდაჭერით კონფერენცია იმართება. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ საქართველოში მოქმედი მთავარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პირებისგან.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები ევროპულ კომპანიებთან. ფორუმში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები: როგორებიცაა კვების მრეწველობა, ფინანსები, ტურიზმი, განახლებადი ენერგია და სოფლის მეურნეობა.