„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 7-9 მარტის მოვლენების შეფასების ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.
ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და სასამართლოს მიმართავს.