„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საია-ში აცხადებენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ექვსი თვის განმავლობაში არ შეკრებილა, რაც კანონის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მთავრობას სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით წერილობით უკვე მიმართა. მთავრობის წინააღმდეგ კი სარჩელის შეტანას თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე კვირას გეგმავს.