საია-ს ანგარიში

2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 მარტიდან 28 აპრილამდე პერიოდში გამოვლინდა ამომრჩევლის მოსყიდვის 3 ფაქტი, კანონით აკრძალული ქმედებები ჩაიდინეს „ქართული ოცნების“ და  „გირჩის“ წარმომადგენლებმა. მსგავს ფაქტად საია-მ მიიჩნია ივანიშვილის მიერ 11 აპრილს პატრიარქისთვის დაპირება, ფონდი „ქართუს“ მხრიდან სამების ტაძრის მოხატვის სრულად დაფინანსებაზე. მეორე შემთხვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციამ ივანიშვილის მიერ 29 მარტს სოფელ ხიბულაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაპირება გამოყო, რომელიც გაზიფიცირებისა და წყლის საკითხის მოგვარებას ეხებოდა. ანგარიშს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.