„საქართველო: ადამიანის უფლებები რუსული კანონის პირისპირ“ – საია-მ ამ სახელწოდებით ანგარიში წარადგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დოკუმენტში მიმოიხილა კანონპროექტის ინიცირებიდან მის მიღებამდე ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესები. მათი ინფორმაციით, ადგილი აქვს შეკრების თავისუფლების უხეშ დარღვევას; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემურ ძალადობასა და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისებას. საია ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.