საია-ს ანგარიში

საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-17 ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე გამოკვეთილ გამოწვევებზე, რომლებიც გავლენას ახდენს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებზე, სამართლიან სასამართლოსა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე უკავშირდება სასამართლოში სხვადასხვა სისტემურ პრობლემას. ანგარიში ასახავს მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს. საია კვლევის დროს დააკვირდა 844 სასამართლო სხდომას.