აშშ-ის სამხედრო პასუხი იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე – ამერიკამ ერაყსა და სირიაში 85 სამიზნე დაბომბა. დაღუპულია ათობით ადამიანი. ჯო ბაიდენის განცხადებით, საჰაერო დარტყმები ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებების ობიექტებზე განახორციელეს.
სამიზნე იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების სამეთაურო და საკონტროლო ცენტრები, რაკეტებისა და დრონების სასაწყობე ობიექტები, ასევე ლოჯისტიკური ობიექტები. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება ვაშინგტონის მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე.