საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება

18:32, 19.11.2025

საგზაო წესები მკაცრდება და ჯარიმები იზრდება. გადაწყვეტილების მიზეზად საგანგაშო სტატისტიკა სახელდება. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევებით ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. მისი თქმით, ჯარიმების გაზრდის მიზანი, წესების დარღვევის პრევენციაა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევებისას გარდაცვალების მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.

მსგავსი